ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ედონ ჟეგროვა კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ლილი კოსოვოელი მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
თავის მხრივ, ტურინელები ატლეტიკოში ნიკო გონსალესს უშვებენ.
ამ შემთხვევაშიც მხარეები უკვე შეთანხმდნენ და არგენტინელი იჯარის წესით ითამაშებს მადრიდში, როხიბლანკოს კი მისი გამოსყიდვა 33 მილიონ ევროდ შეეძლება.
გონსალესის გამოსყიდვის ვალდებულება მისი ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.