ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალექსანდერ ისაკი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ამით პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდი მოიხსნება.
ნიუკასლი შვედი თავდამსხმელის ტრანსფერის სანაცვლოდ 130 მილიონ ფუნტს მიიღებს (150 მილიონი ევრო).
ისაკი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ლივერპულთან კონტრაქტს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეათანხმა, ოფიციალურად გააფორმებს.
ისაკის სატრანსფერო საგა დიდხანს გრძელდებოდა. შვედ ფეხბურთელს ნიუკასლის დატოვება და მხოლოდ ლივერპულში გადასვლა სურდა, კაჭკაჭებს კი გუნდის ლიდერის გაშვება არ უნდოდათ.
ნიუკასლმა შტუტგარტიდან ნიკ ვოლტემადეს ოფიციალურად დამატების შემდეგ ისაკის გასხვისება მაინც გადაწყვიტა.