პსჟ-ს გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას მან სიტიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - სიტი დონარუმას სანაცვლოდ პსჟ-ს 30-დან 35 მილიონ ევრომდე გადაუხდის.
თავად იტალიელს მან სიტისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.
დღეს დონარუმა მანჩესტერში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ტრანსფერი შესაძლებელი ედერსონის სიტიდან წასვლამ გახადა, რომელიც კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.