მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ანტონი კარიერას ბეტისში გააგრძელებს.
ესპანური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაუხდის.
მანჩესტერ იუნაიტედს ანტონის მომავალი გაყიდვიდან თანხის 50% ერგება.
უახლოეს 24 საათში ბრაზილიელი სევილიაში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
2024/25 სეზონის მეორე ნახევარი ანტონიმ ბეტისში იჯარით გაატარა და კლუბის მაისურით 26 მატჩში 9 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.