ფაბრიციო რომანოს ცნობით, ალექსის სანჩესი კარიერას სევილიაში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება ერთწლიან კონტრაქტზე შედგა, ჩილელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.
სანჩესი ლა ლიგაში თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრუნდება. ის 2011-2014 წლებში ბარსელონაში თამაშობდა. შემდეგ იყო არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ინტერი, მარსელი და უდინეზე.
სევილიამ რამდენიმე დღის წინ სეზარ ასპილიკუეტაც დაიმატა.
ანდალუსიელებს ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვთ. მათ გასულ ტურში ჟირონა 0-2 დაამარცხეს.