ლაიფციგის ბელგიელი ფორვარდი იუვენტუსში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვემ და ლაიფციგმა ლოიკ ოპენდას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კოლო მუანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვემ ყურადღება ოპენდაზე გადაიტანა და ფეხბურთელის ტრანსფერი მალევე დახურა.
თავდაპირველად ოპენდა იუვეს იჯარით შეუერთდება, თუმცა ტურინული კლუბი ვალდებული იქნება ფეხბურთელი მომავალში გამოისყიდოს.
ჯამურად, გამოსყიდვის ჩათვლით, ოპენდა იუვეს 40 მილიონ ევროდ შეუერთდება.