ფაბრიციო რომანოს ცნობით, მარკო ასენსიო კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ესპანელი მოთამაშე თურქულ კლუბს პარი სენ-ჟერმენიდან შეუერთდება.
ფენერბაჰჩე პარიზელებს 8.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ასენსიო თურქეთში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
სტამბოლურმა გუნდმა ბენფიკადან უკვე დაიმატა ქერემ აქტურქოღლუ, რომლის გოლითაც ფენერი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში დამარცხდა, ამას კი ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება მოჰყვა.
თურქული კლუბი მანჩესტერ სიტიდან ედერსონის დამატებასთანაც ძალიან ახლოსაა.