ადრიენ რაბიო კარიერას მილანში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
მილანი ფრანგ ნახევარმცველში 10 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფეხბურთელი კი როსონერისთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დღეს რაბიო მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდება.
რაბიოს მასიმილიანო ალეგრისთან ერთად იუვენტუსში აქვს ნამუშევარი და ეს ტრანსფერიც მისი დაკმაყოფილებულია.