ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში რაიო ვალეკანომ საკუთარ მოედანზე ბარსელონა მიიღო.
ანგარიში მე-40 წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და ბარსას პირველი ტაიმი მოაგებინა.
67-ე წუთზე ფრანსისკო პერესმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ საკუთარ გუნდს ამ გოლით ქულა მოუტანა.
მატჩის დარჩენილ ნაწილში ჰანსი ფლიკის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
3 ტურის შემდეგ ბლაუგრანას 2 მოგება და 1 ფრე აქვს და შესაბამისად ცხრილში გუნდის ანგარიშზე 7 ქულაა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ბარსელონა ვალენსიას დაუპირისპირდება.
40' იამალი 0-1
67' პერესი 1-1