საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მათგანი დამაჯერებლად მოიგო.
პირველ მატჩში გუნდს წარმატება თეკლა ბერიძის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა, მეორე შეხვედრაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 4:0 სძლიეს. გოლები თამარ მარუაშვილმა, ანი დავითულიანმა, ლიზი ბახტაძემ და მარიამ დარჩიაშვილმა გაიტანეს.
აღნიშნული ტესტმატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან.
მატჩებს საქართველო 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.