საქართველოს ნაკრების მარბიელი თორნიკე ჯალაღონია ფრანგულ პროვანსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული სოციალური მედია FreeRugby ავრცელებს.
FreeRugby-ის მიხედვით, ჯალაღონიასა და პროვანსს შორის 3-წლიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
თორნიკე პროვანსის რიგებში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ახალი კონტრაქტის თანახმად კი კლუბის ღირსებას 2028-29 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.
27 წლის ჯალაღონია საქართველოს ნაკრების წევრი 2020 წლიდანაა და ანგარიშზე 42 კეპი აქვს.