VIDEO: ლამაზი ასისტი - აზაროვმა მაისის შემდეგ პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი აზაროვმა, დონეცკის შახტარის მაისურით, მაისის შემდეგ პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
კონფერენს ლიგის მე-5 ტურში, შახტარმა სტუმრად მალტურ ჰამრუნს 2:0 მოუგო, აზაროვმა კი პირველი გოლისას ასისტი მიითვალა - ლუკა მეირელეშს ეფექტური პასი გაუკეთა და მანაც თავით შეაგდო.
აზაროვმა დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეცხრედ ითამაშა.
შახტარმა კონფერენს ლიგაზე მე-4 გამარჯვება იზეიმა, 12 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ლიდერ სტრასბურს ჩამორჩება - 1 ქულით.
უკრაინულ გუნდს პლეი-ოფში გასვლა განაღდებული აქვს, ბოლო ტურში გაირკვევა პირდაპირ 1/8 ფინალში მოხვდება თუ ჯერ 1/16 ფინალში თამაში მოუწევს.
18 დეკემბერს უმასპინძლებენ ხორვატულ რიეკას, რომელიც ასევე პლეი-ოფის ზონაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.