VIDEO: პენალტი ვერ გაიტანა - მექვაბიშვილის გუნდი პრაღის სპარტასთან დამარცხდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილმა, ევროპა კონფერენს ლიგის მე-5 ტურში, პრაღის სპარტასთან მატჩისას, თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. მისი უნივერსიტატ კრაიოვა 1:2 დამარცხდა.
38-ე წუთზე, ქართველი ნახევარმცველი პენალტის ნიშნულთან მივიდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა და კარს გადააცილა.
ეს ყველაფერი 0:0-ზე მოხდა, რის შემდეგაც პრაღელები ორჯერ დაწინაურდნენ და მეორე გოლი 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.
ანრის მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, ჩატარებულ 27 მატჩში 8 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი და 6 ასისტი.
5 ტურის შემდეგ, კრაიოვას 7 ქულა აქვს და ჯერჯერობით საპლეიოფო 22-ე ადგილზე იმყოფება.
პლეი-ოფში გასვლა-არგასვლის საკითხი გაირკვევა ბოლო ტურში, როცა რუმინელები გასვლით შეხვედრას ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ, 10-ქულიან ათენის აეკთან სტუმრად ჩაატარებენ - 18 დეკემბერს.