მარსელის მთავარმა მწვრთნელმა, ჰაბიბ ბეიემ, განმარტა, თუ რატომ არ მოხვდა მეისონ გრინვუდი სასტარტო შემადგენლობაში ნიცასთან მატჩში.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია (25 გოლი 41 მატჩში), მისი ფიზიკური მდგომარეობა რისკის გაწევის საშუალებას არ იძლეოდა.
ტრავმა ლილთან გამართულ მძიმე შეხვედრას უკავშირდება, სადაც ფორვარდზე რამდენჯერმე უხეშად ითამაშეს. ბეიეს თქმით, გრინვუდი ბოლო პერიოდში გაძლიერებული ტკივილებით თამაშობდა:
„მეისონს კვირის დასაწყისიდან ვაკვირდებით. ლილში მიღებული ტრავმა მას ძალიან ზღუდავს. უკვე ორი მატჩია, რაც ის დიდი ტკივილის ფასად თამაშობს, ჩვენ კი მისი საფრთხეში ჩაგდება არ შეგვიძლია.“
გრინვუდი ნიცასთან მოედანზე ბოლო 30 წუთით გამოჩნდა, თუმცა გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. მარსელი ამჟამად 53 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულა აშორებს.
წინ გადამწყვეტი მატჩებია ნანტის, ლე ავრისა და რენის წინააღმდეგ. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გრინვუდი სრულად გამოჯანმრთელებას ამ გადამწყვეტ პერიოდამდე მოასწრებს.