გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სარაევოს ქართველმა შემტევმა 25 მატჩში 16 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, ბოსნიურმა გუნდმა კი სატურნირო ცხრილში ოთხეული გაინაღდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
23 წლის გულიაშვილი 16 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და პირველადგილოსანს 3 გოლით ჩამორჩება.
სარაევოს ქართველებმა - გიორგი გულიაშვილმა და ვასილიოს გორდეზიანმა ცოტა ხნის წინ ბოსნიის თასი მოიგეს.