საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს დაესწრება.
ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე თავად დაადასტურა.
შესარჩევის ჯგუფზე, ლიგის ფინალზე, მომავალ მატჩებზე - სანიოლის პრესკონფერენცია
“ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს სლოვაკეთში დავესწრები, ვუგულშემატკივრებ ჩვენს ნაკრებს და დავაკვირდები ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს გუნდს მომავალში დაეხმარებიან.” - თქვა ვილი სანიოლმა.
ეროვნული ნაკრების შეკრების დასრულების შემდეგ ვილი სანიოლი სამწვრთნელო შტაბთან ერთად სლოვაკეთში გაფრინდება. - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
როგორც ალექსანდრე იაშვილმა თქვა, ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი ხვალ გახდება ცნობილი.
დებიუტანტებითა და ულიდერებოდ კუნძულელთა წინააღმდეგ