მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
"ჩვენ მნიშვნელოვანი მოთამაშე დავკარგეთ და ის არ ჩაგვინაცვლებია. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიმართლე ვთქვათ კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც 70-75 მილიონ ევროდ გაიყიდა.
ობიექტურად გუნდი ჩემპიონმა დატოვა, რომელიც სეზონის პირველი ნახევარი აქ იყო. როცა გემის კაპიტანი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ დანიშნულების ადგილთან რაც შეიძლება ახლოს მიხვიდე.
ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ყოველთვის ვამბომბდი, რომ გადაწყვეტილებას კლუბი იღებს და მე მხოლოდ აზრის დაფიქსირება შემიძლია.
არჩევანი გავაკეთე, რომ კლუბის სიტუაციაში ჩავდგე და რაღაც სიტუაციებს შევეგუო. ვიმეორებ, ეს ახლა არ აღმომიჩენია, რომ ნაპოლის სატრანსფერო ფანჯარა დიდი კლუბის მსგავსი ვერასდროს იქნება.
არსებობს გასათვალისწინებელი ფინანსური პარამეტრები, სახელფასო ჭერი და მოთამაშეების ნება, რომლებიც უნდა დაარწუნო და მათ არჩევანს პატივი სცე.
ვიცი, სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთამაშესავით ვერ ვიმოქმედებთ, სხვა კლუბებთან შედარებით განსხვავებული პარამეტრები გვაქვს. ჩვენ უნდა დავხაროთ თავები და წინ ვიაროთ, ეს არის რეალობა და ამაზე ვერ ვიწუწუნებთ.
ჩვენ გემს დანიშნულების ადგილთან საუკეთესო კონდიციებში მივიყვანთ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ ნაპოლი ალეხანდრო გარნაჩოთი დაინტერესდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, ახლა კი პარტენოპეი ალ აჰლიდან ალან სენტ-მაქსიმინის დამატებაზე მუშაობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები