GEO TEAM-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის სრულ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი ფეხბურთელი შაბათს, ნორვიჩთან მატჩისას დაშავდა, თუმცა სერიოზული არაფერია და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ხვალ გასამართ შეფილდ უენსდისთან შეხვედრისთვის სათამაშოდ მზად იქნება.
ჩაკვეტაძე მოედანს აპრილის შემდეგ პირველად 25 ნოემბერს დაუბრუნდა, გასულ უქმეებზე კი უკვე ძირითადში იყო, თუმცა 38-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.
ჩემპიონშიფის მე-20 ტურში, 9 დეკემბერს, უოტფორდი ბოლოადგილოსან შეფილდ უენსდის მასპინძლობს.