სანდრო ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია! ამის შესახებ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული რეიტინგიდან ვიგებთ.
ქართველ სპორტსმენს 225 ქულა აქვს, მის შემდეგ კი ფრანგი ძმები მოდიან - ჟან-ფილიპ პატრისს 206 ქულა აქვს, ხოლო სებასტიან პატრისს - 169.
სანდრომ წელს თბილისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო - ფინალში სწორედ ჟან-ფილიპ პატრისს აჯობა (15:9).
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი კარიერაში მეორედ დაიკავა - პირველად ეს 2022-23 წლების სეზონში მოხდა.
სანდრო ბაზაძე 2-გზის ევროპის ჩემპიონი და 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორია, მსოფლიო ჩემპიონატზე კი სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული.