პეპ გვარდიოლას თქმით, მას შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელის ყოლა აღარ სურს.
„კლუბს ვუთხარი, რომ დიდი შემადგენლობა აღარ მინდა. არ მინდა ყველა მატჩში 5-6 ფეხბურთელის ტრიბუნებზე დატოვება, არანაირად. ამას მირჩევნია სულ წავიდე.
თუ შემადგენლობა არ შემცირდა, თანამდებობას დავტოვებ.
ჩემი სულისთვის შეუძლებელია ამის ატანა. არ მინდა მყავდეს ამდენი ფეხბურთელი, რომლებიც მატჩიდან მატჩამდე ტრიბუნაზე უნდა დავსვა და არ ვათამაშო.
არ მინდა ჯანმრთელი 24-26 ფეხბურთელი მყავდეს. კლუბს ვუთხარი, რომ შემადგენლობა შეამცირონ, თუ პრობლემები შეგვექმნა და ტრავმებმა შეგვაწუხა, არაუშავს, აკადემიის ფეხბურთელებს გამოვიყენებთ და ვუშველით თავს. მაგრამ, ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება." - აღნიშნა ესპანელმა.