7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ რეალთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„რეალი - მანჩესტერ სიტი უკვე კლასიკაა. ყველა წელი ერთმანეთისგან განსხვავდება. მეტოქესთან მცირე უპირატესობა გვაქვს, რადგან საპასუხო მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ. რეალი გარდამავალ ფაზებში ძალიან ძლიერია.
არ შეიძლება, ჩავიდეთ მადრიდში უბრალოდ თამაშის საკონტროლებლად, რეალს ზიანი უნდა მივაყენოთ, დავსაჯოთ და გოლების გატანა ვცადოთ, თუმცა ბერნაბეუზე მატჩები ძალიან დიდხანს გრძელდება.
ზედიზედ ორჯერ მადრიდის რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა პრაქტიკულად შეუძლებელი ამბავია.
კარლო ანჩელოტის ცუდ ტაქტიკოსს ვერასდროს ვერ დავარქმევ. შეხედეთ, როგორ იყენებდა ის პირლოს მილანში, როგორ ათამაშებს ახლა კროოსს, ასევე ბელინგემის პოზიციაც. მანჩესტერში ჩვენ კარლოს ყველა მხრივ იდეალურ მწვრთნელად მოვიაზრებთ.
ანჩელოტიმ თქვა, რომ რეალმა წინა სეზონის მატჩში თავისი იდენტობის გარეშე ითამაშა? ამას არ ვეთანხმები. როცა რეალი აგებს, ისინი ფიქრობენ, რომ ცუდად ითამაშეს. მაგრამ, ასეთ დროს სხვა გუნდზეც უნდა იფიქრო. იმ თამაშში ჩვენ უკეთესები ვიყავით და იმიტომ მოვიგეთ და არა იმის გამო, რომ რეალი იყო ცუდი." - აღნიშნა პეპმა.
კომენტარები