ჰალეს და ქვინსის 500-იან ტურნირებზე ფინალური წყვილები გამოიკვეთა.
გერმანიის ქალაქში ტურნირის მოგებისთვის ორი რუსი წარმოშობის ჩოგბურთელი, ალექსანდრ ბუბლიკი და დანილ მედვედევი ითამაშებენ.
რაც შეეხება ლონდონის ტურნირს, აქ კარლოს ალკარასი ჩეხ ჯირი ლეხეჩკას დაუპირისპირდება.
ბუბლიკმა კარენ ხაჩანოვის ბარიერი გადალახა, მედვედევმა - ალექსანდრ ზვერევის.
ალკარასმა თანამემამულე რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა, ლეჰეჩკა კი კორტების მასპინძელ ჯეკ დრეიპერს გაუსწორდა.
ორივე მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.