მარტინ სუბიმენდი სოსიედადიდან კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ყველანაირი საკითხი მოგვარებულია.
ლონდონური კლუბი სოსიედადს მის გამოსასყიდ თანხას გადაუხდის 60 მილიონი ევროს ოდენობით, თავად სუბიმენდის კი არსენალთან პირადი კონტრაქტი უკვე რამდენიმე თვეა შეთანხმებული აქვს.
სუბიმენდის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალსაც აწერდნენ, თუმცა ფეხბურთელმა რამდენიმე თვეა არსენალს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა და საბოლოოდ, ლონდონური კლუბისთვის ზაფხულის პირველი შენაძენი სწორედ ის გახდება.