ატლეტიკო ხულიან ალვარესს ბარსაში პრინციპულად არ გაყიდის.
მადრიდულმა კლუბმა არგენტინელი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა.
გუშინ 26 წლის თავდამსხმელმა კლუბიდან წასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა: „მგონია, რომ ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი ტრანსფერი იქნება. მინდა ჩემი ოცნება ავისრულო“.
ესპანელი ჟურნალისტისა და COPE-ს კომენტატორის, მანოლო ლამას თქმით, მადრიდულმა კლუბმა „ღირსების საკითხიდან გამომდინარე“ გამორიცხა არგენტინელის ბარსელონაში გაყიდვა და ორიენტირი პრემიერ-ლიგაზე აიღო.
ამჟამად არსენალთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილება.
რამდენიმე კვირის წინ ალვარესის თაობაზე შეთავაზება ჯერ ბარსელონამ გააკეთა 100 მილიონი ევროს ოდენობით, რაზეც ატლეტიკომ სოც მედიაში დაცინვით უპასუხა, შემდეგ კი არგენტინელის სანაცვლოდ როხიბლანკოსს 150 მილიონი რეალმა შესთავაზა, თუმცა დაუყონებლივ უარი მიიღო.