მაქს ჰოლოუეის ილია თოფურიასთან რევანში სწყურია.
„რატომ მინდა რევანში თოფურიასთან? ილია პირველია ვინც დამანოკაუტა.
რა თქმა უნდა, მინდა რომ შური ვიძიო." - აღნიშნა BMF ქამრის მფლობელმა პორიესთან გამარჯვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჰოლოუეი 2024 წლის ოქტომბერში, ქვე-მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში, მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
თოფურიასთან ბრძოლამდე ჰოლოუეი ნოკდაუნშიც კი არასდროს ყოფილა.