UFC 318-ზე დასტინ პორიეს დამარცხების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
"ბევრს უნდა BMF-ის ქამარზე ბრძოლა. მოდით! ჩემპიონთან ისტორია მაქვს. UFC, შენი ჯერია." - თქვა მაქსმა.
ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს ჰკითხეს მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას შესაძლო რემატჩზე.
"ვფიქრობ, მაქსი ახლა კარგ პოზიციაშია. მან ახლახანს დაიცვა BMF-ის ტიტული. ის რეიტინგის მე-4 მებრძოლია (მსუბუქ წონაში). მაქსისთვის ახლა ყველაფერი შესაძლებელია." - განაცხადა უაითმა.
"კვლავ ჩემია" - თოფურია BMF-ის ქამარზე