ბარსელონას 18 წლის შემტევმა ლამინ იამალმა ასეთ ახალგაზრდა ასაკში მოსულ პოპულარობაზე ისაუბრა.
„მიჭირს უბრალო 18 წლის ბიჭივით მოქცევა. რომც მინდოდეს, არ შემიძლია. ბავშვები სკოლიდან სახლში ბრუნდებიან, მე კი ვარჯიშებზე ფოტოგრაფების თანხლებით მივდივარ, პატარებს კი ჩემი ფორმა აცვიათ.
ჩვეულებრივი ადამიანივით ვისურვებდი რესტორანში წასვლას, თუმცა არ შემიძლია. სულ მაჩერებენ, რაც ნორმალურია, რადგან ცნობილი ვარ.
ვცდილობ, უბრალო რაღაცებითაც დავკავდე - ვიარო სტუმრად დედასთან, ძმასთან, ან თუნდაც ვიდეთამაშები ვითამაშო." - აღნიშნა იამალმა.