• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბარსელონა vs ატლეტიკო - რომელი გააგრძელებს მოგებათა სერიას?
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონა vs ატლეტიკო - რომელი გააგრძელებს მოგებათა სერიას?

02 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს, კამპ ნოუზე ლა ლიგის მე-19 ტურის ეგიდით ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები, ბარსელონა და ატლეტიკო დაუპირისპირდებიან.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


შაბათს, ბარსელონამ ცუდად დაიწყო ალავესთან შეხვედრა – გოლი პირველი წუთებზე გაუშვა, თუმცა შემდეგ 3:1 მოგება მოახერხა, რაც ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკის თქმით, დაბრუნებული რაფინიას პირველი მატჩი ერთ–ერთ იშვიათ პოზიტივად გამოიყურებოდა.


ბლაუგრანა უშუალო ბრძოლაშია მადრიდის რეალთან და ბოლო ოთხივე გამარჯვებაში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა. მათი მიმდინარე შვიდმატჩიანი საშინაო გამარჯვებების სერია საშუალოდ 3.29 გოლს მოიცავს მატჩში.


რაც შეეხება ატლეტიკოს, ისინი ბარსელონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან, რაც მათ საშუალებას აძლევს ამ სეზონის ტიტულისთვის ბრძოლა სამმხრივ დაპირისპირებად აქციონ. შაბათს ოვიედოს 2:0 დამარცხება მათთვის ლა ლიგაში ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო, რაც ამჟამად ყველაზე გრძელი მოგებების სერიაა ლიგაში და ამასთანავე ისინი ისტორიაში პირველი გუნდი გახდნენ, რომელმაც სეზონის პირველ 14 შეხვედრაში გახსნა ანგარიში.


კიდევ ერთი სწრაფი სტარტი შეიძლება გადამწყვეტიც გახდეს მადრიდელებისთვის, რომლებიც გასვლაზე ბოლო ხუთ შეხვედრაში დაუმარცხებელნი არიან (2 მოგება, 3 ფრე), მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანეს.


ურთიერთშეხვედრები


ბარსელონას ბოლო ცხრა მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული ატლეტიკოსთან (7 მოგება, 1 ფრე). მართალია, ეს მარცხი გასული სეზონის შეხვედრას უკავშირდება, თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მათ ლა ლიგის ბოლო 19 საშინაო მატჩში ატლეტიკოსთან წააგეს (13 მოგება, 5 ფრე).


ცხელი სტატისტიკა და სერიები


ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო სამ მატჩში ზუსტად ხუთი კუთხური მოიპოვა.


ბარსელონას ბოლო სამი საშინაო მატჩი ზუსტად ოთხი გოლით დასრულდა.


ატლეტიკოს ლა ლიგის ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთში „მშრალად“ აქვს კარი შენახული.


ატლეტიკოს ჩემპიონატის ბოლო ათ გასვლით მატჩში გოლი ორივე ტაიმში არ გაუტანია.


საკვანძო ფეხბურთელები და დანაკლისები


რაფინიამ ალავესთან მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და კლუბისთვის ბოლო ცხრიდან მისი ექვსი გოლი 50-ე წუთის შემდეგ არის გატანილი.


ალექსანდერ სორლოტის ოთხივე გოლი ამ სეზონში ატლეტიკოს შემადგენლობაში პირველ ტაიმში გავიდა, მათ შორის ორი ოვიედოს წინააღმდეგ, თუმცა ის კვლავ ელის პირველ საგოლე მოქმედებას გასვლით შეხვედრაში.


ბარსელონას ახალი ტრავმები არ აქვს, თუმცა კვლავ ვერ ეყრდნობა ფერმინ ლოპესს და გავის. ასევე პირადი მიზეზების გამო გუნდს ვერ დაეხმარება რონალდ არაუხო. ატლეტიკოს კი ისევ აკლია რობინ ლე ნორმანი და მარკოს ლიორენტე.


მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ატლეტიკო
ბარსელონა
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 ფეხბურთელი, რომელიც ბარსას დატოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 ფეხბურთელი, რომელიც ბარსას დატოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ლა ლიგას იამალის მიმართ ფავორიტიზმში ადანაშაულებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი ლა ლიგას იამალის მიმართ ფავორიტიზმში ადანაშაულებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

არც არსენალი და არც ბარსელონა - ალვარესისთვის მესამე კლუბი იბრძვის

News image

16 სთ წინ

ციფრები: რაფინია ლა ლიგაში პენალტების მეფეა

News image

20 წთ წინ

5 ფეხბურთელი, რომელიც ბარსას დატოვებს

News image

12 წთ წინ

რეალი ლა ლიგას იამალის მიმართ ფავორიტიზმში ადანაშაულებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება