იან გარიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის ისლამ მახაჩევთან შეხვედრის წინ ილია თოფურიასთან ივარჯიშებს.
„მე და ჩემი მეგობრები საქართველოში რუსების წარმატებას შევაჩერებთ. დავასრულებთ დაღესტნელებს და ისლამს თავს წავაცლით.“ - განაცხადა ირლანდიელმა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში, იან გარიმ სამრაუნდიან ბრძოლაში ბელალ მუჰამედი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მოგების შემდეგ ირლანდიელმა მებრძოლმა ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი გამოიწვია.
ცარუკიანმა ჰუკერს მოუგო და თოფურია გამოიწვია