VIDEO: ვაკომ ბომბარდირობა ბოლო ტურში დაკარგა - კონკურენტმა 4 გოლი გაიტანა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა, ჩინეთის სუპერ ლიგის 2025 წლის სეზონის ბოლო ტურში, ვუჰან თრი თაუნსის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გათამაშება 27 გოლით დაასრულა.
ქართველის შანდონ ტაიშანმა 5:1 მოიგო და სუპერ ლიგის სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.
ვიცით, რომ ვაკო ტურის წინ ბომბარდირთა დავის პირველ ადგილზე იყო და ამ წოდების მოსაპოვებლად ბეიჯინ გოანის ფორვარდ ფაბიო აბრეუსთან იბრძოდა - ქართველს 25 გოლი ჰქონდა, ბრაზილიელს 24.
საბოლოოდ, ყაზაიშვილის დუბლის მიუხედავად, აბრეუმ აუტსაიდერ მეიჟოუ ჰაკკას 4 გოლი გაუტანა და სუპერ ლიგის 2025 წლის ბომბარდირობა თავად გაიფორმა.
ჩინეთის სუპერ ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში ვაკომ 32 საგოლე მოქმედება შეასრულა - 27 გოლი და 5 ასისტი. ეს მის კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონია.
ყაზაიშვილმა, რომელიც იანვრის ბოლოს 33 წლის ხდება, შანდონ ტაიშანის რიგებში მეორე სეზონი ჩაატარა, კლუბთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა სუპერ ლიგის მე-5 ადგილოსან გუნდში.