საქართველოს თასის 2025 წლის გამარჯვებული, დილა გორი ახალი სეზონისთვის ზურაბ მუსელიანით გაძლიერდა.
26 წლის ფორვარდი შიდა ქართლელებს კვიპროსული პარალიმნიდან შეუერთდა. გუნდის რიგებში 2024 წლის ივლისიდან თამაშობდა - 39 თამაშში 7 გოლი გაიტანა.
მუსელიანი ვიტ ჯორჯიას აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით 2018-20 წლებში გამოდიოდა, ასევე შუქურას, გაგრას, სამხრეთ კორეული გეონგნამისა და ბოსნიური ველეზის მაისური მოურგია.
გორელები 2026 წლის ეროვნულ ლიგას მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-თან გასვლითი მატჩით იწყებენ - 6 მარტს, მიხეილ მესხზე.