ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.
შესარჩევის 1/2 ფინალში კოლუმბიელ ნიკოლას მეხიას მოუგო, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელ კრისტოფერ ო'კონელისთან 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 4:6.
ნიკამ 2026 წელს მე-10 თამაში ჩაატარა და მერვედ დამარცხდა - მხოლოდ მეხიასა და ფრანგ იანის ღაზუანი დურანს აჯობა. მსოფლიო რეიტინგში 133-ე პოზიციაზეა.
ქართველი ჩოგბურთელი ამერიკაშივე დარჩება და მასტერსის სერიის კიდევ ერთი ტურნირისთვის მოემზადება - 17 მარტიდან მიამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება.