ზედიზედ მეორედ მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაპირისპირებას ქართველი მსაჯი ეყოლება.
Le Crunch-ს საფრანგეთსა და ინგლისს შორის ნიკა ამაშუკელი განსჯის. ექვსი ერის მატჩი 15 მარტს პარიზში, სტად დე ფრანსზე გაიმართება.
ექვსი ერის 2026 წლის გათამაშებას 3 ტურის შემდეგ სწორედ საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ირლანდიის, უელსისა და იტალიის ნაკრებები დამაჯერებლად დაამარცხა.
რაც შეეხება ინგლისს, სამ ლომს მხოლოდ ერთი მოგება აქვს - უელსთან. შოტლანდიასთან და ირლანდიასთან კი გუნდი დამარცხდა.