UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა, ქართველის მომდევნო სავარაუდო მეტოქე დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი 5 ოქტომბრის გამთენიისას ქამრის მესამედ დაცვას ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ შეეცდება.
„ეს ერთგვარი საპატიო წრეა. როცა კორი სენდჰეგენს დავამარცხებთ, შემდეგი, როგორც მე მგონია, პიოტრ იანი იქნება. არის ასევე სხვა ვარიანტიც: თუ მარიო ბაუტისტა დაამარცხებს უმარ ნურმაგომედოვს, მაშინ შესაძლებელი იქნება თქმა, რომ მან სატიტულო შანსისთვის საკმარისი გააკეთა.
მერაბი ძალიან დიდ პატივს სცემს იმ გზას, რომელიც ბაუტისტამ გაიარა. დიდი შრომა მოუწია.
ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბი ამავე წელს მოისურვებს ჩხუბს. 100%-ით. როცა კორის დაამარცხებს, კვლავ მოუნდება ბრძოლა. თუ რაიმე ტრავმა არ მიიღო, მაგრამ მაშინაც კი, მგონია, რომ ოქტაგონზე წელსვე შეეცდება გასვლას.
თუ ჯანმრთელად იქნება, დეკემბერში. ის უკვე განწყობილია ამაზე და თუ ამ ადამიანმა რაიმე გადაწყვიტა, ასეც იზამს.." - ციტირებს ვუდის სიტყვებს MMA Fighting.
დვალიშვილს პიოტრ იანი 2023 წლის მარტში უკვე დამარცხებული ჰყავს - სამრაუნდიან ბრძოლაში ქართველმა მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.