იბერია 1999-მა კონფერენს ლიგაზე ესპანურ ხეტაფესთან მოპოვებული 1:0 გამარჯვებით უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველოს წლიური ქულათა მარაგი 2,500 ქულამდე გაზარდა.
მიმდინარე სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებზე საქართველოს ოთხმა გუნდმა ჯამში 2,500 ქულა დააგროვა, საიდანაც ნახევარი - 1,250 ქულა იბერია 1999-ის ანგარიშზეა.
ლა ლიგის წარმომადგენელთან მოგებით საქართველოს რეიტინგში 0.250 ქულა დაემატა, ესტონეთს (7.041) გადაასწრო და ამჟამად 7.250 ქულით 49-ე ადგილზე იმყოფება.
2,500 ქულა ბოლო 14 წელიწადში საუკეთესო შედეგია. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში (2.875 ქულა) დაფიქსირდა. რეიტინგი ბოლო ხუთი წლის შედეგებით ითვლება, სადაც თითო მოგებაზე ქვეყანას 0.500 ქულა ემატება, ხოლო ფრეზე 0.250.
კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლით იბერია 1999-ის მიერ მოპოვებული ქულების შედეგად კი საქართველო ევროტურნირებზე კვლავ ოთხი გუნდით იასპარეზებს.