ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დინამო ბათუმი იბერია 1999-ს ორი ქულით უსწრებს.
1 დეკემბერს გუნდები მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში იბერია ბათუმელებს გადაასწრებს და ბოლო ტურში საკუთარი შედეგით შეძლებს ჩემპიონობის გაფორმებას.
იბერია ეროვნულ ლიგაში ბოლო ხუთი მატჩია დაუმარცხებელია - სამი მოგება და ორი ფრე. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში თბილისელებმა სამგურალს გიორგი კუციას გოლით 1:0 მოუგეს, შემდეგ კი კონფერენს ლიგაში ხეტაფეც იმავე ანგარიშით დაამარცხეს.
ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩიდან იბერიამ ერთადერთი მარცხი კოპენჰაგენთან განიცადა.
დინამო ბათუმმა ყველა ტურნირზე ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო. ამ მონაკვეთში ბათუმელები მხოლოდ სპაერთან დამარცხდნენ (2:3), რის შემდეგაც ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს - რუსთავთან 2:1 და გორის დილასთან 2:0. დილას ორივე გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაუტანა.
იბერია 1999-ის ბოლო 5 მატჩი
- 26.11 - იბერია 1999 1:0 ხეტაფე (კონფერენს ლიგა)
- 21.11 - სამგურალი 0:1 იბერია 1999
- 15.11 - სპაერი 2:2 იბერია 1999
- 09.11 - იბერია 1999 1:0 გაგრა
- 06.11 - კოპენჰაგენი 2:1 იბერია 1999 (კონფერენს ლიგა)
დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩი
- 27.11 - დინამო ბათუმი 2:0 დილა
- 21.11 - დინამო ბათუმი 2:1 რუსთავი
- 07.11 - სპაერი 3:2 დინამო ბათუმი
- 01.11 - დინამო ბათუმი 1:0 მეშახტე
- 28.10 - დინამო ბათუმი 3:1 დილა (საქართველოს თასი).