1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის სატიტულო მატჩში ერთმანეთს იბერია 1999 და ბათუმის დინამო დაუპირისპირდებიან.
ამ ორ კლუბს შორის ყველა ტურნირზე სულ 45 შეხვედრაა გამართული, სადაც უპირატესობა თბილისურ კლუბს აქვს. იბერია 1999-მა 18 მატჩი მოიგო, დინამო ბათუმმა 15-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 12 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ამ შეხვედრებში სულ 115 გოლი გავიდა. იბერია 1999-ის ანგარიშზე 62 გატანილი ბურთია, დინამო ბათუმისაზე კი 53.
საკუთარ მოედანზე თბილისელებმა ჩატარებული 23 მატჩიდან 10 მოიგეს, 4 დათმეს და 9 ფრედ ითამაშეს. ბათუმში გამართულ 22 შეხვედრაში კი უპირატესობა მასპინძლების მხარესაა. დინამო ბათუმმა 11-ჯერ გაიმარჯვა, იბერია 1999-მა 8 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ტურნირების მიხედვით ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ასე ნაწილდება:
ეროვნული ლიგა - 37 მატჩი - იბერია 1999-ის 14 მოგება, დინამო ბათუმის 12 მოგება, 11 ფრე
საქართველოს თასი - 4 მატჩი - იბერია 1999-ის 4 მოგება
საქართველოს სუპერთასი - 2 მატჩი - დინამო ბათუმის 1 მოგება, 1 ფრე
ეროვნული ლიგა 2 - 2 მატჩი - დინამობათუმის 2 მოგება
ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი და ამავდროულად იბერია 1999-ისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი 2025 წლის 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც თბილისურმა გუნდმა დინამო ბათუმი შინ 5:1 დაამარცხა (პირველი ტაიმი 1:0).
დინამო ბათუმის ყველაზე შედეგიანი გამარჯვება კი 2022 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. ბათუმელებმა სტუმრად იბერია 1999 ანგარიშით 4:2 დაამარცხეს (პირველი ტაიმი 1:1).