დღეს, 26 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მორიგ ტურში იბერია 1999 მიხეილ მესხის სტადიონზე ქუთაისის ტორპედოს მიიღებს.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდი უკეთეს ფორმაშია - მათ 29 შეხვედრიდან 16 მოიგეს, ტორპედომ კი გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 9-ჯერ შეძლო.
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 44 მატჩს ითვლის, საიდანაც 18 იბერია 1999-ის სასარგებლოდ დასრულდა, 14-ჯერ კი გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ. სტატისტიკური ტენდენციების მიხედვით, თბილისელები ამ შეხვედრას აშკარა ფავორიტის სტატუსით ხვდებიან, რადგან ტორპედოს ეროვნულ ლიგაში ბოლო 8 თამაშიდან 7-ში გამარჯვება არ მოუპოვებია და სტუმრად თამაში განსაკუთრებით უჭირს.
ამასთან, ქუთაისელები გასვლითი მატჩების პირველ ტაიმში საკმაოდ ხშირად უშვებენ გოლს. გულშემატკივრებმა საინტერესო და ორმხრივად შემტევ ფეხბურთს უნდა ელოდონ. ტენდენციები აჩვენებს, რომ ტორპედოს ბოლო 9 მატჩიდან 8-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
ანალოგიური სიტუაციაა იბერია 1999-ის ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-შიც. თუმცა, დიდი ალბათობით გოლების წვიმას არ უნდა ველოდოთ, რადგან თბილისელთა ბოლო შეხვედრებში ძირითადად მცირე ანგარიშები ფიქსირდება.
სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყველაზე ხშირად მოსალოდნელ შედეგებად 1:0 ან 2:1 ანგარიშები განიხილება.