საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში იბერია 1999 შინ ქუთაისის ტორპედოს მიიღებს - მატჩი ორშაბათს, 26 ოქტომბერს, 19:00-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ჩემპიონატის ცხრილი 30-ე ტურის დასრულებამდე შემდეგნაირად გამოიყურება:

ეს 2026 წლის ეროვნული ლიგის სეზონში იბერიასა და ტორპედოს მეოთხე დაპირისპირებაა - თბილისელებს ქუთაისელებთან ამ სეზონში უარყოფითი ბალანსი აქვთ. ორი მატჩში ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე წრის შეხვედრა ფრედ.
პირველი წრის შეხვედრა 11 მარტს, ქუთაისში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო წუთები - 86-ე და 90-ე წუთებზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან იბერიას ორი ფეხბურთელი გააძევა, რასაც 96-ე წუთზე ცოტნე ნადარაიას გამარჯვების გოლი მოჰყვა.
ქუთაისურ მატჩშ ორი წითელი ბარათის გარდა მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს კიდევ 6 ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე წრის მატჩი 10 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ეროვნული ლიგის კვალობაზე საკმაოდ ბევრი მაყურებელიც დაესწრო. თბილისელ გულშემატკივარს გული დიეგო დეისაძემ მატჩის მე-6 წუთზევე დასწყვიტა.
იბერიამ ანგარიში პირველ ტაიმშივე გაათანაბრა - ფილიპ კლიაიჩს კარი პაატა ღუდუშაურმა აიღო. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა.

მესამე წრის მატჩი ნამდვილი თრილერი გამოვიდა - 15 აგვისტოს ქუთაისში გამართულ მატჩს არაფერი აკლდა, გოლები, ბარათები თუ დაძაბული ბოლო წუთები.
მე-13 წუთისთვის ტორპედო 2:0-ს იგებდა - 21-ე წუთზე გიორგი კუციამ ანგარიში გიორგი ჯინჯოლავას პასის შემდეგ გაქვითა. ტაიმის ბოლოს მამუჩაშვილმა ქუთაისელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
მეორე ტაიმის სტარტზე მოედნიდან გიორგი ბოჭორიშვილი გააძევეს. კიდევ ერთი ბურთი ამირან ძაგანიამ გაქვითა - საგოლე გადაცემის ავტორი ამჯერადაც ჯინჯოლავა იყო. 76-ე წუთზე ანგარიში ნიკა სიხარულაშვილმა გაათანაბრა - გამარჯვების გოლი კი 83-ე წუთზე დიეგო დეისაძემ გაიტანა.

ეროვნულ ლიგაში იბერიას ბოლო 5 მატჩში 4 მოგება უგროვდება, ტორპედომ კი ბოლო ხუთიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორიც წააგო. შეგახსენებთ იბერია 1999-ისა და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრა ორშაბათს, 26 ოქტომბერს, 19:00-ზე გაიმართება.