კონფერენს ლიგის მეორე ტურში შვედურ მიალბისთან გამართული საშინაო შეხვედრის შემდეგ, ანალიტიკურმა პლატფორმა Football Meets Data-მ სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.
მონაცემები თბილისური კლუბისთვის არცთუ ისე დამაიმედებელია. ალგორითმის დათვლებით, იბერია 1999-ს საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი 0.1%-ზე დაბალი აქვს, ხოლო წითელი არწივების პლეი-ოფში გასვლის ალბათობა სულ რაღაც 6 პროცენტს შეადგენს.
სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფურ ეტაპზე ჯამში 3 ქულას მოაგროვებს და სატურნირო ცხრილში 32-33-ე პოზიციებს ანტონ თოლორდავას კაუნასთან გაიყოფს.
რაც შეეხებათ ტურნირის მთავარ ფავორიტებს, პირველ ადგილზე მონაკო განიხილება.
მიუხედავად სუპერკომპიუტერის ასეთი მკაცრი პროგნოზისა, ფეხბურთში წინასწარ არაფერია გადაწყვეტილი! ახლა იბერია 1999-ს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. გავერთიანდეთ,ვუგულშემატკივროთ და ბოლომდე დავუჭიროთ მხარი ჩვენს გუნდს ევროპულ სარბიელზე - მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!