უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იბერია 1999 ესტონურ ლევადიას ეწვია.
საქართველოს ჩემპიონი სტუმრად მინიმალური სხვაობით (1-0) დამარცხდა. მასპინძლებმა გოლის გატანა მე-80 წუთზე შეძლეს. თავი განელმა შემტევმა, ერნესტ აგირიმ გამოიჩინა და ლევადიას გამარჯვება მოუტანა.
იბერიამ კარში ზუსტად დარტყმა 5-ჯერ შეძლო, თუმცა კორღალიძის გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
საპასუხო მატჩი 29 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ქართულ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.