• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერიული დუელი და მასპინძლების სვლა - 1/8 ფინალები გრძელდება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

იბერიული დუელი და მასპინძლების სვლა - 1/8 ფინალები გრძელდება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი საინტერესო მატჩებით გრძელდება.


პორტუგალია - ესპანეთი (6 ივლისი, 23:00)


პორტუგალია და ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - მერვედფინალის გამორჩეული შეხვედრა დალასში გაიმართება.


K ჯგუფში მეორე ადგილზე გასულმა პორტუგალიამ მერვედფინალის საგზური რთული გზით მოიპოვა, ტორონტოში ხორვატიასთან მატჩში ჩამორჩენა აღმოფხვრა და კრიშტიანუ რონალდუს პენალტისა და დამატებულ დროში გონსალუ რამუშის თავური დარტყმით გაიმარჯვა.


რაც შეეხება ესპანეთს, H ჯგუფის მოგების შემდეგ გუნდმა კიდევ უფრო მოუმატა და ლოს-ანჯელესში ავსტრია 3:0 დაამარცხა. ესპანელთა გამართულ და სანახაობრივ ფეხბურთს შედეგიც მოჰყვა - მიკელ ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა, პედრო პორომ კი „ლა როხას“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.


ორივე ქვეყანა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა შორისაა, თუმცა ახლა მთელი ყურადღება მიმდინარე ტურნირზეა გადატანილი. ჩრდილოეთ ამერიკაში ორივე გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, ამიტომ დალასში იბერიულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მათგანის წაუგებელი სერია აუცილებლად დასრულდება.


გამარჯვებული ლოს-ანჯელესში, მეოთხედფინალში აშშ-სა და ბელგიას შორის მოგებულს შეხვდება.



სავარაუდო შემადგენლობები


პორტუგალია - კოშტა; კანსელუ, დიაში, ვეიგა, მენდეში; ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ფერნანდეში; ნეტუ, რონალდუ, ლეაუ.


ესპანეთი - სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; იამალი, ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი.


მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ამ მეზობელი ქვეყნების მესამე დაპირისპირება იქნება. პირველად ისინი ერთმანეთს 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, კეიპტაუნში შეხვდნენ. მატჩის ბედი 63-ე წუთზე დავიდ ვილიას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და ესპანეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.


პორტუგალია და ესპანეთი მეორედ ერთმანეთს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შეხვდნენ. ეს მატჩი კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით გახდა დასამახსოვრებელი.


აშშ - ბელგია (7 ივლისი, 04:00)


აშშ და ბელგია მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალის დრამატული მერვედფინალური დაპირისპირების შემდეგ პირველად შეხვდებიან. ამჯერად მეოთხედფინალის საგზური სიეტლში გათამაშდება.


2014 წლის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა, ბელგიას კი კვლავ შეუძლია გამოცდილი ვარსკვლავების - ტიბო კურტუას, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს იმედი ჰქონდეს. „წითელი ეშმაკების“ 2026 წლის შემადგენლობაში ასევე იმყოფება აქსელ ვიტსელი.


მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი 1/16-ფინალში ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი 10 კაცით ითამაშა.


აშშ-ის წარმატებულ ასპარეზობაში ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, ფოლარინ ბალოგუნმა, ანგარიში გახსნა, თუმცა 64-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით მისი დისკვალიფიკაცია გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ბალოგუნს თამაში შეეძლება, „ვარსკვლავები და ზოლები“ კი 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას შეეცდებიან.


ბელგია კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდს შორის მეოთხედ და ბოლო 4 ტურნირიდან მესამედ მოხვედრას ცდილობს.


რუდი გარსიას გუნდმა G ჯგუფში ეგვიპტეს, ირანსა და ახალ ზელანდიას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი 1/16-ფინალში ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი „ქამბექი“ შემოგვთავაზა.


მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ბელგია სენეგალთან 0:2 მარცხდებოდა, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ შეხვედრა გადაარჩინეს და დამატებით დროში 3:2 გაიმარჯვეს. ბელგიას გამარჯვება კაპიტან იური ტილემანსის დუბლმა და შეცვლაზე შესული რომელუ ლუკაკუს გოლმა მოუტანა.


ეს ორი ნაკრები ერთმანეთს მარტში ამხანაგურ მატჩშიც შეხვდა, რომელიც ატლანტაში გაიმართა და ბელგიის დამაჯერებელი, 5:2 გამარჯვებით დასრულდა.



სავარაუდო შემადგენლობები


აშშ - ტერნერი; დესტი, რიჩარდსი, რიმი, ა. რობინსონი; ადამსი, მაკკენი; ვეა, ტილმანი, პულისიჩი; ბალოგუნი.


ბელგია - კურტუა; კასტანი, მეხელე, ტეატე, დე კუიპერი; ტილემანსი, ვანაკენი; დე ბრუინი, ტროსარი, დოკუ; ლუკაკუ.


ბელგიისა და აშშ-ის პირველი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს, ისტორიაში პირველ მუნდიალზე შედგა. მაშინ „ვარსკვლავებმა და ზოლებმა“ ბარტ მაკგის დუბლის დახმარებით დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვეს.


თუმცა მას შემდეგ აშშ-ს ბელგია აღარ დაუმარცხებია, ეს სერია უკვე 6 მატჩსა და თითქმის 100 წელს მოიცავს.


ამ ნაკრებებს შორის ერთადერთი სხვა ოფიციალური შეხვედრა 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გაიმართა. კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით „წითელმა ეშმაკებმა“ დამატებით დროში დრამატული მატჩი 2:1 მოიგეს.


აშშ-ის მეკარე ტიმ ჰოვარდმა თავისი გუნდის თამაშში დასატოვებლად ყველაფერი გააკეთა და 16 სეივი შეასრულა, რაც დღემდე მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

belgium
portugal
spain
usa

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

FIFA-ს გადაწყვეტილება - შეძლებს ბალოგუნი ბელგიასთან თამაშს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

FIFA-ს გადაწყვეტილება - შეძლებს ბალოგუნი ბელგიასთან თამაშს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადება ფიფას გადაწყვეტილებაზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადება ფიფას გადაწყვეტილებაზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

20 სთ წინ

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

News image

16 სთ წინ

FIFA-ს გადაწყვეტილება - შეძლებს ბალოგუნი ბელგიასთან თამაშს?

News image

14 სთ წინ

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"

News image

16 წთ წინ

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადება ფიფას გადაწყვეტილებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება