პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა, რომ მიმდინარე მუნდიალი მის კარიერაში უკანასკნელია, თუმცა კრიტიკოსებსაც მწვავედ უპასუხა:
„მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნო ყოველი წუთით, რადგან ეს ჩემი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ჩემი ბოლო მატჩი არ იქნება და ცოტა კიდევ შეგეძლებათ ჩემი მოკვლა.
ჩემი მომავალი? კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა თავად მომინდება და არა მაშინ, როცა ეს სხვებს უნდათ. ახლა ამაზე კონცენტრირება არ მსურს. ამ მომენტში მთავარია კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიელი კარიერაში მე-6 მუნდიალს ატარებს და ისტორიაში პირველი და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 6 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.
6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე რონალდუს პორტუგალია ტურნირის 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.