2015 წლის შემდეგ, როდესაც ის ბარსელონას წვრთნიდა, ლუის ენრიკემ 2025 წელს პარი სენ-ჟერმენის თავკაცის რანგში IFFHS-ის მამაკაცთა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელის ჯილდო მეორედ მოიგო.
მან 222 ქულა დააგროვა. დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც განპირობებულია მის კლუბთან ერთად მოპოვებული 6 ტიტულით და მათი შთამბეჭდავი ფეხბურთის დემონსტრირებით.
ენცო მაერესკა, ჰანსი ფლიკი, ვინსენ კომპანი და მიკელ არტეტა, რომელთაც 2025 წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს, მსოფლიოს ტოპ 5-ში მოხვდნენ.
1. ლუის ენრიკე - ესპანეთი, პსჟ - 222 ქულა
2. ენცო მარესკა - იტალია, ჩელსი - 60 ქულა
3. ჰანსი ფლიკი - გერმანია, ბარსელონა - 57 ქულა
4. ვინსენ კომპანი - ბელგია, ბაიერნი - 42 ქულა
5. მიკელ არტეტა - ესპანეთი, არსენალი - 24 ქულა
6. ანტონიო კონტე - იტალია, ნაპოლი - 21 ქულა
7. სიმონე ინძაგი - იტალია, ინტერი/ალ ჰილალი - 17 ქულა
8. ჩაბი ალონსო - ესპანეთ, ლევერკუზენი/რეალი - 14 ქულა
9. აბელ ფერეირა - პორტუგალია, პალმეირასი - 10 ქულა
10 კრუნოსლავ იურჩიჩი - ხორვატია, პირამიდსი - 9 ქულა
IFFHS-ის წლის ფლეიმეიქერი ვიტინია გახდა - როგორია ტოპ 10?