ვიტინიამ ჟოაო ნევეშზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ვიცი, რომ ჩვენი ჩავი-ინიესტასთან შედარება ხშირია და ეს ნორმალურია, რადგან სათამაშო სტილი მსგავსია. ეს აშკარაა და მე ჟოაო ნევეშის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შემიძლია.
მე ყოველთვის ვეუბნები მას თუ როგორი საოცარია, როგორც მოთამაშედ და როგორც ადამიანად. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვინც მინახავს და ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.
ის მალე ყველა დროის საუკთესოც გახდება. ის ჩემთვის, უკვე თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
რისი გაკეთებაც მას შეუძლია, საოცარია. ის რთულ სიტუაციებშიც ბრწყინვალედ პოზიციონირებს. ბევრჯერ მითქვამს და ეს მას ცოტათი აწუხებს, მაგრამ მისი ერთადერთი სისუსტე ის არის, რომ განვითარებისთვის უკვე პატარა სივრცე აქვს, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა.
მას ძალიან ბევრი მახასიათებელი აქვს, რაც გასაოცარია. ჟოაოს სჭირდება, რომ ასე გააგრძელოს და თავისი თავი იყოს, ხუთვარსკვლავიანი მოთამაშე მოედანზე და მის მიღმა.
თუ ის თავის ქცევებსა და პიროვნულობას შეინარჩუნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ საუკეთესო პორტუგალიელი მოთამაშე იქნება წლების განმავლობაში.
მას ვაფასებ, ყოველთვის კომპლიმენტს ვეუბნები, რადგან ამას იმსახურებს და ვაღიარებ, რომ ამ დონეს მისი დახმარებით მივაღწიე. მასთან ერთად თამაში ფანტასტიკურია. ეს სიამოვნება და პრივილეგიაა." - განაცხადა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თანამემამულეზე.