უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მე-2 სათამაშო დღეს კიდევ 9 მატჩი გაიმართება.
21:45
ბრიუგე- ასტონ ვილა
შახტარი- იანგ ბოიზი
დღის ადრეულ შეხვედრაში ასტონ ვილა შეეცდება ჩემიონთა ლიგაზე მოგებების სერია გააგრძელოს და ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგოს. უნაი ემერის გუნდი ბელგიას ესტუმრება და ბრიუგეს დაუპირისპირდება. პარალელურად კი ირაკლი აზაროვის შახტარი იანგ ბოიზს შეხვდება. დონეცკელებს 1 ქულა აქვთ, შვეიცარიელებს კი - 0. ამ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
23:59
ბაიერნი - ბენფიკა
ცრვენა ზვეზდა- ბარსელონა
ფეიენოორდი- ზალცბურგი
ინტერი- არსენალი
პსჟ- ატლეტიკო
სპარტა პრაღა- ბრესტი
შტუტგარტი- ატალანტა
საინტერესო იქნება გვიანი მატჩები. ყველაზე დამაინტრიგებლა დინტერი-არსენალისა და პსჟ-ატლეტიკოს დაპირისპირებები მოსჩანს.
3 ტურის შემდეგ ინტერსა და არსენალს 7-7 ქულა აქვთ და საუკეთესო 8 გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვიან. აღსანიშნავია სიმონე ინძაგისა და მიკელ არტეტას ჯახიც, მოკლედ, ბევრი გულშემატკივრის ყურადღება ჯუზეპე მეაცასკენ იქნება მიმართული.
სავარაუდო შემადგენლობები:
ინტერი - ზომერი; პავარი, დე ვრაი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; ტარემი, ლაუტარო.
არსენალი - რაია; უაითი სალიბა, გაბრიელი, ტიმბერი; პარტეი, ჟორჟინიო, მერინო, საკა, ჰავერცი, ტროსარი.
საინტერესო უნდა იყოს პარიზში გასამართი მატჩიც, სადაც ლუის ენრიკეს პსჟ დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს მიიღებს. გუნდები არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში არიან. 3 მატჩის შემდეგ პარიზელებს 4 ქულა აქვთ, მადრიდელებს კი - 3. ასე რომ ორივე გუნდისთვის ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში; დემბელე, ასენსიო, ბარკოლა.
ატლეტიკო - ობლაკი; მოლინა, ვიტსელი, ლენგლე, რეინილდო; დე პაული, კოკე, გალაჰერი, ლინო; გრიზმანი, ალვარესი.
რა თქმა უნდა, ყურადღება იქნება მიმართული ალიანც არენასკენაც, სადაც მიუნხენის ბაიერნი ბენფიკას მიიღებს. ჰანსი ფლიკის ბაიერნი კი სერბეთს ეწვევა და ადგილობრივ ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდება.
მატჩების უფასოდ ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.