ისტორიაში პირველად - რატომ ეცვათ ურუგვაელებს ვარდისფერი გეტრები?
07 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
126-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები ვარდისფერი გამაშებით გამოვიდა მოედანზე.
ეს ინდოეთის წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მოხდა, რომელიც სამშაბათს ქალაქ კოლკატაში გაიმართა.
ეს ნაბიჯი მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ნაწილი იყო და მისი მიზანი პრევენციის მნიშვნელობის შესახებ გზავნილის თითოეულ ოჯახამდე მიტანა გახლდათ, რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო მაღალია ეფექტური მკურნალობის შანსი.
„სტადიონის ყველა ტრიბუნაზე, ყველა ოჯახსა და მეგობრების ყველა წრეში მკერდის კიბო იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია“, - ნათქვამია ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„ურუგვაიში ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში, ის ჩვენი იდენტობაა, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმა.
ძალიან ცოტა რამ აერთიანებს ურუგვაელებს ისე, როგორც ეროვნული ნაკრები. როდესაც „ლა სელესტე“ თამაშობს, მთელი ქვეყანა უყურებს სახლში, სამსახურში, ბარში თუ სტადიონის ტრიბუნებიდან.“
ამხანაგურ მატჩში ურუგვაიმ ინდოეთი 6-1 გაანადგურა. ურუგვაელთა მხრიდან გოლები დარვინ ნუნიესმა, მაქსიმილიანო არაუხომ (დუბლი), როდრიგო სალასარმა, ხუან სანაბრიამ და როდრიგო აგირემ გაიტანეს.