ქომუნითი შილდის გათამაშებაში ისტორიული რეკორდი დამყარდა.
არსენალის მცველმა რიკარდო კალაფიორიმ მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 23 წამში გაიტანა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
ასევე, რიკარდო კალაფიორის გოლი ქომუნითი შილდის ისტორიაში პირველ წუთზე გატანილი პირველი გოლია 1968 წელს ბობი ოუენის გოლის შემდეგ.
მიკელ არტეტას გუნდმა მატჩი ფენომენალურად დაიწყო და მოედნის ცენტრიდან წამოწყებული სწრაფი შეტევა იტალიელი მცველის ზუსტი დარტყმით დაასრულა.