მიკელ არტეტამ მანჩესტერ სიტისთან მატჩის განაცხადიდან რამდენიმე ფეხბურთელი გამოტოვა, რამაც კლუბის სატრანსფერო გეგმებზე მინიშნებები მოგვცა.
გაბრიელ მარტინელი
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა თურქული გალათასარაისგან მიღებული 38-მილიონიანი შეთავაზება უარყო, არსენალი მაინც აქტიურად ფიქრობს მის გაყიდვაზე.
ეთან ნვანერი
მიკელ არტეტას განცხადებით, ახალგაზრდა ტალანტს სათამაშო დრო ესაჭიროება და თუ ამის გარანტია კლუბში არ ექნება, მისი იჯარით გაშვება განიხილება.
სხვა მოთამაშეები
რეის ნელსონი (ვესტ ჰემის ინტერესი) და ფაბიო ვიეირა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბის დატოვებასთან ახლოს არიან. გარდა ამისა, განაცხადს მიღმა დარჩნენ ახალწვეული ილან მესლიე და ტრავმირებული უილიამ სალიბა და იურიენ ტიმბერი.