იტალიური სპორტული გამოცემები დღეს ნაკრების შეტევაში არსებულ პრობლემებსა და სატრანსფერო სიახლეებს მთავარ ყურადღებას უთმობენ.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად გოლები სჭირდება და ამაში მთავარი იმედი მოიზ კინსა და პიო ესპოზიტოზე მყარდება.

ესპოზიტომ თავისი თამაშით გატუზოს სიმპათიები უკვე დაიმსახურა. ვრცელდება ხმები, რომ ის შესაძლოა ფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვიხილოთ და მატეო რეტეგის ადგილი დაიკავოს. პარალელურად, ბოსნია და ჰერცეგოვინა იტალიელების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ბოსნიელები აძურის ქედმაღლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მეტოქემ მათი პლეი-ოფში გასვლა ზედმეტად გამომწვევად იზეიმა. ამ ფონზე, ფედერიკო დიმარკომ ედინ ჯეკოს წერილიც კი გაუგზავნა.
საკლუბო დონეზე სიტუაცია იძაბება რომელუ ლუკაკუს გარშემო. თუ ბელგიელი ფორვარდი გუნდში სამშაბათამდე არ გამოცხადდება, ის შესაძლოა შემადგენლობიდან საერთოდ მოკვეთონ. ინტერი კი მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ისევ მუსა დიაბის კანდიდატურას უბრუნდება.